კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო

15 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო

სასწავლო პროცესი ქუთაისის 38 საჯარო სკოლაში ჰიმნისა და დროშის ფონზე განახლდა.

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. სასწავლო პროცესი ქუთაისის 38 სკოლაში ერთდროულად ჰიმნისა და დროშების ფონზე დაიწყო.

ქალაქის სკოლებში წელს პირველად 2 665–მდე პირველკლასელი წავიდა, მათ საჩუქრად ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ.

2017–2018 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცეს ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.

საზეიმო მიღება გაიმართა მესამე საჯარო სკოლის წინ.

წელს რეაბილიტაცია ქუთაისის 9 სკოლაში მიმდინარეობს.

თეგები: სკოლა