სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საქველმოქმედო თამაში – City game გაიმართება

16 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისში საქველმოქმედო თამაში – City game  გაიმართება

ქუთაისში 24 სექტემბერს საქველმოქმედო City game გაიმართება.
სახალისო თამაში დილით 10 საათზე ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყება. თამაშის მონაწილეებმა ქალაქში რუკაზე მითითბული ადგილი უნდა მოძებნონ.

სამკაციანმა გუნდებმა რეგისტრაცია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე მოცემულ ბმულზე უნდა გაიარონ. www.bit.ly/CityGame თამაშში მონაწილეობა ფასიანია, თითო გუნდი –15 ლარი და თამაშიდან შესული თანხა ქუთაისის ხანდაზმულთა სოციალურ დღის ცენტრს მოხმარდება.

“City Game” ორგანიზებულია მოხალისეობის განვითარების პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში.

პროგრამა ხორციელედება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, იმერეთში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

თეგები: City game