ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მწვანეყვავილას წყაროს რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა

16 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

მწვანეყვავილას წყაროს რეაბილიტაციისათვის  ტენდერი  გამოცხადდა

ქუთაისის მერია მწვანეყვავილას ქუჩის N32-თან არსებული წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს.

ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა მოახდინოს წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, რისთვისაც მას 3 700 ლარი გამოეყოფა.

მიმწოდებელს წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის აღება, გრანიტის ქვის გაპრიალებული ფილებით მოპირკეთება და ქვის მაგიდის გათლა ევალება.

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ 2 (ორი) წელი განისაზღვრება, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

შეგახსენებთ, რომ მწვანეყვავილას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა წყაროს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას.

თეგები: წყარო