ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1 600-მდე საჯარო სკოლა წელს შეშით მომარაგდება

17 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

1 600-მდე საჯარო სკოლა წელს შეშით მომარაგდება

გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 1600-მდე სკოლა საშეშე მერქნით მომარაგდება.
საქართველოს მასშტაბით საშეშე მერქნით სკოლების მომარაგებას ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგების მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს.

“აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საქართველოს 9 რეგიონში სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.