18 სექტემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.
2017-2018 სასწავლო წელს აწსუ-ში 1611 სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის 200-მდე სახელმწიფო გრანტის მქონე. აქედან 6 არის 100% გრანტის მფლობელი.
სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა მიულოცეს.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%- იანი სახელმწიფო გრანტით ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა.
წარჩინებულ სტუდენტებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ქუთაისში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებმაც განაახლეს სწავლა.
მოეწყობა თუ არა წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო მიღება?