სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ეს განცხადება ლახავს ჟურნალისტის პროფესიულ ღირსებას”

18 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

“ეს განცხადება ლახავს ჟურნალისტის პროფესიულ ღირსებას”

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA) ეხმაურება მედიასახლი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის მიმართ გაერთიანებული ოპოზიციის ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გოჩა ძიმისტირაშვილის მიერ სოციალური მედიით გამოთქმულ ცილისწამებლურ გამოთქმებს. ეს განცხადება ლახავს ჟურნალისტის პროფესიულ ღირსებას და ეჭვქვეშ აყენებს მის კეთილსინდისიერებას.

გვესმის რა, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური უფლება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს უფლება არ უნდა გახდეს ჟურნალისტის პროფესიული ღირსების შემლახავი ქმედების საფუძველი.

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ჟურნალისტების მიმართ რაიმე სახის ზეწოლისაგან, რათა მედიას ჰქონდეს თავისუფლად და შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

თეგები: განცხადებაჟურნალისტის