რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ხოტევში ტრაილერი ადგილობრივის ეზოში შევარდა და ადგილზე გარდაიცვალა ტრაილერში მჯდომი 3 ადამიანი. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
ტრაილერს ასფალტის სატკეპნი მოწყობილობა გადაჰქონდა.
ფაქტს ადასტურდებს შსს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.