ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

24 წელი სოხუმის დაცემიდან – ქუთაისში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

24 წელი სოხუმის დაცემიდან – ქუთაისში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში გვირგვინებით შეამკეს.

დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, საკრებულოს წევრებმა და კადეტებმა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.