ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნინო ანანიაშვილი მესხიშვილის თეატრში სეზონის გახსნას დაესწრება

27 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ნინო ანანიაშვილი მესხიშვილის თეატრში სეზონის გახსნას დაესწრება

ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სეზონის გახსნას მეუღლესთან, “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დაესწრება.

პრიმა-ბალერინა ქუთაისს მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. ის უკვე იმყოფებოდა პარტიის ოფისში და ქუთაისის ქუჩებში ადგილობრივებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

შეგახსენებთ, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს 133-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. სეზონი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით “უბედურება” გაიხსნება.

თეგები: კულტურანინო ანანიაშვილიპოლიტიკა