მესხიშვილის თეატრი 133-ე სეზონს ხსნის
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 133-ე თეატრალურ სეზონს ხსნის.
თეატრის ტრადიციის მიხედვით, სეზონი 27 სექტემბერს, ჯვართამაღლება დღეს იხსნება.
მაყურებელი თეატრის დიდ სცენაზე დავით კლდიაშვილის "უბედურებას" იხილავს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელი თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძეა.
სპექტაკლში მსახიობთა მრავალრიცხოვანი შემადგენლობა მონაწილეობს, როლებს ასრულებენ მარიკა სამანიშვილი, ენდი ძიძავა, სოფიო ჩირაძე, ირინე გუბელაძე, ავთანდილ სახამბერიძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, რეზი ქაროსანიძე და სხვები.
წარმოდგენა 27- 28 სექტემბერს, 19 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი