ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიის მერობის კანდიდატი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა [R]

29 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

სამტრედიის მერობის კანდიდატი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა [R]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კობა ძიძიგური და ზაზა ადეიშვილი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კანალიზაციის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს. მომავალი წლიდან, ჩვენი დეპუტატის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, გერმანიის ერთ-ერთი კომპანია პროექტს მოამზადებს, ხოლო შემდეგ, ისევ უცხოელებთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამტრედიის კანალიზაციისა და წყლის სისტემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

მისივე თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციასთან ერთად, განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია იქნება.

„მომავალ წელს, ძირითადი აქცენტი გვექნება გადატანილი ბავშვებზე და ბაღებზე. წელს თუ ძალიან ბევრს ასფალტს ვაგებდით, მომავალ წელს ძირითადი აქცენტი ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გაკეთდება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.