ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რომელ ქვეყნებში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები?

29 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 25

რომელ ქვეყნებში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები?

უვიზო მიმოსვლით საქართველოს 83 359 მოქალაქემ ისარგებლა.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 242 მოქალაქეს.

შსს-ს ცნობით, ამ მონაცემებში შედიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად პირდაპირი რეისით ისარგებლეს.

ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა, სადაც 62 მოქალაქე არ შეუშვეს. უარის თქმის 41-41 შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთსა და პოლონეთში.

შემდეგ მოდიან გერმანია(27) და კვიპროსი (27).

საქართველოს 20 მოქალაქეს უარი ეთქვა უნგრეთში შესვლაზეც.

შსს-ს ინფორმაციით, ჯამში, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით, საქართველოს 83 359 მოქალაქე გაემგზავრა.

მონაცემები დათვლილია მიმდინარე წლის 28 მარტიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

მსგავსი:

უცხოეთიდან საქართველოს 86 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

თეგები: უვიზო მიმოსვლა