ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამუკა რიჟამაძე მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს განაგრძობს [R]

30 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

მამუკა რიჟამაძე მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს განაგრძობს [R]

საარჩევნო პროგრამაზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ვაკისუბნის და სულხან-საბას ოლქში მამუკა რიჟამაძემ მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრისას.
როგორც კანდიდატი განმარტავს პარტია ,,ქართული ოცნება _დემოკრატიული საქართველოს,, გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური პროექტების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება.

,,ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანას იმ პრობლემების დროული მოგვარება წარმოადგენს, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგება, რომელშიც ძალიან მძიმე ვითარება იყო. ახალი პროექტებით მნიშვნელოვნად შეიცვალა რეალობა. სახელმწიფომ გაიღო შესაბამისი ხარჯები თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 4 მილიონამდე შემთხვევა დაფიფანსდა, ამ პროგრამის მეშვეობით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა”_ განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ.