სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გერმანიაში გარდაცვლილ სტუდენტს საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ

5 ოქტომბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

გერმანიაში გარდაცვლილ სტუდენტს საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ

გერმანიაში გარდაცვლილ 19 წლის ქუთაისელ სტუდენტს საქართველოში,რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. აღნიშნულის შესახებ “ნიუპრესს” გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა.

ბახვა იმედაძეს ოჯახი ქუთაისში, საფიჩხიაზე ცხოვრობს.

ბახვა იმედაძე გერმანიაში პრაქტიკული სწავლების კურსით იმყოფებოდა. ის ექვსთვიანი პროგრამით გერმანიაში 25 აგვისტოს გაემგზავრა. ის ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

ბახვა იმედაძე 2 ოქტომბერს გერმანიაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტუდენტის გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო.