სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მუსიკალური ჯგუფი „ReveRse“ უყურადღებობას უჩივის

7 მარტი, 2015 • იზა მოდებაძე • 20

მუსიკალური ჯგუფი „ReveRse“ უყურადღებობას უჩივის

ჯგუფის წევრები არსებულ რეალობაში ცდილობენ თავის დამკვიდრებას და მსმენელის გულამდე თავიანთი სათქმელის მიტანას.

ქუთაისში რამდენიმე მუსიკალური ჯგუფია, ჯერ-ჯერობით, მათ პოპულარულებს ვერ უწოდებ, ისინი არსებულ რეალობაში ცდილობენ თავის დამკვიდრებას და მსმენელის გულამდე თავიანთი სათქმელის მიტანას, თუმცა კომუნიკაცია ნაკლებად გამოსდით- მუსიკოსები დაინტერესებული მსმენელის სიმცირეს უჩივიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფი „ReveRse“ Newpress.ge-ს. ესაუბრა. გიორგი ბოლქვაძე, ბექა მანაგაძე, ანრი ბურკაძე და ბესო რევიშვილი, როგორც თავად ამბობენ, 5 წელია, ერთად არიან, მუსიკას ქმნიან და თავადვე მღერიან კლუბებსა თუ ღია ცის ქვეშ. მათი სტილი ალტერნატიული როკმუსიკა და მეტალია. გარდა სიმღერისა, ისინი ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა საღამოებს, სადაც ცნობილი მუსიკალური ჯგუფები ჩამოჰყავთ.

კითხვაზე, როგორ რეაგირებს საზოგადოება მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ასე პასუხობენ: „ თბილისიდან ჩამოვიყვანეთ საკმაოდ ცნობილი ჯგუფები „Industrial city“ და „Plus one“ ერთმანეთს დავეხმარეთ და მოვაწყვეთ საღამო. საზოგადოება თავის აზრს უცნაურად გამოთქვამს არა მუსიკასთან, არამედ ბილეთის ფასთან მიმართებაში. თუმცა აქ საუბარი არაა იმ თანხის ამოღებაზე, რაც ჩვენ გავიღეთ. წაგება კი ვნახეთ, მაგრამ მსმენელისგან ისეთი რეპლიკები მივიღეთ, რომ ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით. კერძოდ კი ის, რომ ხალხი იძახდა, ჩვენით უნდათ გამდიდრებაო, 5 ლარი ბილეთზე რა ამბავიაო და ა.შ

თეგები: კულტურამუსიკალური ჯგუფებირივერსიროკმუსიკა