ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,ქალაქის კაბინეტებიდან მართვას არ ვაპირებთ“ [R]

12 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

,,ქალაქის კაბინეტებიდან მართვას არ ვაპირებთ“ [R]

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან კოპალეიშვილი ამომრჩეველთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატი ამჯერად ძნელაძისა და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა და პირადად გააცნო პარტიის მიერ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ქუთაისში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.

,,ქართული ოცნების ახალი გუნდი არ აპირებს კაბინეტებიდან მართოს ქალაქი. ჩვენ მოვდივართ იმისთვის რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ ქუთაისელებთან, რათა უმოკლეს დროში მარტივად და ეფექტურად გადავჭრათ ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები,“-განაცხადა უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან კოპალეიშვილმა.