ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები მოსახლეობას დაურიგდა

13 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები მოსახლეობას დაურიგდა

იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება. ამჯერად მავნებლის გასანადგურებელი პესტიციდები და საინფორმაციო ბუკლეტები, ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში დარიგდა.

მოსახლეობამ სპეციალისტებისგან ადგილზე მიიღო პესიტიციდების გამოყენების ინსტრუქცია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური მეთოდების შესახებ ინფორმაცია.

პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის: ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს, სულ 40 000 – მდე ოჯახმა.

თეგები: ფაროსანა