სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ხონში  კაკლოვანი  მცენარეების  გადამამუშავებელი საწარმო  გაიხსნა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება. საწარმო „ ედელინგის“ გახსნა ქართულ – გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და იქ გადამუშავდება, როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.

საწარმოს გახსნას ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და იმერეთის ვიცე- გურბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრენ.