ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაიტბორა

16 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად  ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული საავადმყოფო და “ევექსის” კლინიკა.

საავადმყოფოს დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე განმარტავს, რომ დაიტბორა კლინიკების ნული სართულები.

“მნიშვნელოვნად დავზარალდით. დაიტბორა ნული სართულები. რომ არ დაზიანებულიყო, გამოვრთეთ ტექნიკის ნაწილი. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს და იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება”, – განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

ქუთაისში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, რომლის ორგანიზებითაც საგანგებო შტაბი შეიქმნა.

თეგები: ინტერვენციული მედიცინის ცენტრი