ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

17 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია. აღნიშნულ პროექტში ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან არის ჩართული.

ცენტრს ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

თეგები: საზაფხულო დასაქმების