ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროებთან “ნატო” სამხედრო წვრთნებს იწყებს

9 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 23

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროებთან “ნატო” სამხედრო წვრთნებს იწყებს

სწავლებაში ჩართულია თურქეთი და რუმინეთიც.

ბულგარეთის სანაპიროებთან, შავ ზღვაში “ნატო” სამხედრო წვრთნას იწყებს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ხომალდები საპორტო ქალაქ ვარნაში უკვე შევიდნენ.

ნატოს წვრთნა სამ კვირას გაგრძელდება და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცესაც მოიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები წყალქვეშა წვრთნასაც გაივლიან.

სწავლებაში თურქეთი და რუმინეთიცაა ჩართული.

თეგები: ნატორუმინიეთისამხედრო წვრთნაუცხოეთი