ქუთაისის მერიის წინ, მიმდებარე ტერიტორიებზე და ცენტრალურ ბაღში ყვავილების დარგვა მიმდინარეობს.
სამუაოებს შპს “ქალაქ სერვისი” ახორციელებს.
მერიაში განმარავენ, რომ ქალაქ სერვისი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია ქალაქის მოვლა-პატრონობაზე რგავს სხვადასხვა ფერის 60 000 ძირ ვიოლას, რომელიც მთელს ქალაქში გადანაწილდება.
მათივე თქმით, საშემოდგომო ყვავილები ირგვება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა არ იხარჯება, რადგან სამუშაოები მწვანე საფარის მოვლა – პატრონობაში შედის.