საჩხერეში 10:00 საათისთვის არჩევანი 2688 ამომრჩეველმა გააკეთა.
50–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანანა მუმლაძის განცხადებით, ეს ამომრჩევლის დაახლოებით 7%–ია.
მისივე თქმით, საჩხერის 47 უბანზე 42 654 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მანანა მუმლაძის განცხადებით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა და ამ დროისთვის დარღვევა არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.