სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 20 807 ადამიანმა დააფიქსირა

21 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 20 807 ადამიანმა  დააფიქსირა

12:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში საკუთარი არჩევანი 20 807 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 13.67-%ია.

საოლქო კომისიის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არსებული მონაცემები ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამავე პერიოდის მონაცემებთან. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ 6 საჩივარია შესული. “აქედან ორი ტექნიკურ ხარვეზს ეხება, სამი საკონტროლო ფურცლის შევსებისას დაშვებულ შეცდომას და ერთი დარღვევა ის არის, რომ რეგისტრატორს გადაჰყვა ორი ერთნაირი ბიულეტენი,” – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.