სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“რად მინდოდა გადასატანი ყუთი”- გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უბანზე თავად მივიდა

21 ოქტომბერი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“რად მინდოდა გადასატანი ყუთი”- გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უბანზე თავად მივიდა

სულიკო ახვლედიანი # 53 უბნის გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანეს ისე, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიგა შუშანია ავრცელებს.

“რად მინდოდა გადასატანი ყუთი, უბანზე მოვედი და მივეცი ხმა,” -აცხადებს სულიკო ახვლედიანი. მისი თქმით, მას გადასატანი ყუთის სიაში შესატანად განცხადება არ დაუწერია და არც იმის შესახებ იცოდა, თუ არ სიაში იყო შეყვანილი.

ის # 53 საარჩევნო უბანზე თავად მივიდა და ხმა მისცა.

ფაქტის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საჩივარი შეადგინა. შუშანიას განმარტებით, , გადასატანი ყუთის სიაში მოსახვედრად თვითონ მოქალაქემ უნდა განაცხადოს. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითონ შეიყვანა სიაში ადამიანები, რომ შემდეგ და მათ ნაცვლად ხმა სხვამ მისცეს.