ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

22 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში – ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.

ამ დროის მონაცემებით, 124-დან 98 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი – 27.28%.

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.