სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სტიქიამ იმერეთს 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

23 ოქტომბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

სტიქიამ იმერეთს 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დასრულდა. ზარალის ოდენობამ 8 მილიონი ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით ყველაზე მეტად ვანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. დაზიანდა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

გუბერნიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ და დახმარებისთის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ.

თეგები: სტიქია