ქუთაისის მერია ამ დროის მონაცემეებით 43 მიწის ნაკვეთს ყიდის. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თვითმმართველობამ აუქციონზე გაიტანა.
მიწის ნაკვეთები სხვადასხვა უბანში მდებარეობს, რომელთაგანაც ყველაზე დიდ თანხად, ავტომშენებლის ქუჩა N52ბ, ნაკვეთი N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთია შეფასებული, რომლის ღირებულებაც 424 850 ლარია.
საპრივატიზაციო ობიექტთა ჯამური ღირებულება 1 794 347 ლარია.