ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეროვნული ბანკის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა

26 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ეროვნული ბანკის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი, 26 ოქტომბრის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, €1 ღირებულება ₾2,9813 იქნება.

25 ოქტომბერთან შედარებით, ლარი დღეს 1,78 თეთრით არის გაუფასურებული.

მანამდე ყველაზე მაღალი კურსი ისევ წელს, სექტემბერში დაფიქსირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის 21 სექტემბრის კურსით, €1 ღირებულება ₾2,9746 იყო.

26 ოქტომბრისთვის ლარი ამერიკულ დოლართანაც, 1,11 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ისტორიულ ნიშნულამდე არ მისულა. დღეს $1-ის ღირებულება ₾2,5317-ია.

საქართველოში ორი ყველაზე დიდი კომერციული ბანკში ლარის მიმართ გაცვლითი კურსი ევროსთან და დოლართან შემდეგნაირია: თიბისი ბანკშიერთი დოლარის გაყიდვა 2,508 ლარადაა შესაძლებელი, ყიდვა კი – 2,568 ლარად; საქართველოს ბანკში – გაყიდვა – 2,498 ლარად, ყიდვა კი – 2,578 ლარად. რაც შეეხება ევროს, თიბისი ბანკში ერთი ევროს გაყიდვა 2,929 ლარად შეიძლება, ყიდვა – 3,079 ლარად; საქართველოს ბანკში კი – გაყიდვა – 2,948 ლარად, ყიდვა 3,048 ლარად

ON.ge

ამავე თემაზე:

“არჩევნების დღეს “შავი ფულის” დატრიალებამ ლარის დევალვაცია გამოიწვია” -გიორგი უკლება

არჩევნების დასრულების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა

თეგები: ეკონომიკა