სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1 ნოემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

31 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

1 ნოემბერს  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 1 ნოემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების აბონენტების ნაწილს:

ქუთაისი. 1 ნოემბერს 07:00-დან 08:00 საათამდე – 1262 აბონენტს ბუხაიძის, ი.აბაშიძის, ჯავახიშვილი ქუჩებზე. 12:15-დან 14:00 საათამდე – 352 აბონენტს ავტომშენებლის ქუჩაზე.

ბაღდათი. 1 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე – 201 აბონენტს ქ. ბაღდათში რუსთაველის, 9 აპრილის, კახიანის, ენდელაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 17:00 საათამდე – 692 აბონენტს დიმში და პირველ ობჩაში.

სამტრედია. 1 ნოემბერს 08:00-დან 14:00 საათამდე – 4087 აბონენტს სოფლებში კულაში, ნინუაკუთხე, ღანირი, ნაბაკევი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე – 1539 აბონენტს დიდ ჯიხაიშში.

ზესტაფონი. 1 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე – 1105 აბონენტს სოფლებში არგვეთა, ქვედა საქარა, ხოხოულის დასახლება, ზოვრეთი. 11:00-დან 16:00 საათამდე – 1427 აბონენტს სოფლებში საზანო, ქვედა საზანო, სასახლე, შიმშილაქედი. 11:00-დან 18:00 საათამდე – 464 აბონენტს სოფლებში ტაბაკინი, კლდეეთი, კინოთი, ცხრაწყარო, თვრინი. 11:00-დან 18:00 საათამდე – 227 აბონენტს სოფელ ალავერდში. 11:00-დან 18:00 საათამდე – 459 აბონენტს სოფელ ფუთში. 12:00-დან 15:00 საათამდე – 416 აბონენტს სოფლებში არვეთა, პირველი სვირი და ქვედა საქარა.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.