გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება. დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში 6–11 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურა ღამითაც მოიმატებს და 10–15 გრადუსი იქნება.
7 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 7 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.