ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები ხვალ გადაეცემათ

5 ნოემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები ხვალ გადაეცემათ

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები ხვალ გადაეცემათ.

25 დეპუტატს მანდატი 59-ე საოლქო კომისიაში 6 ნოემბერს, 15:00 საათზე გადაეცემათ.

ახალი მოწვევის საკრებულოში ათივე მაჟორიტარი დეპუტატი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ყავს. 4 წევრით დაკომპლექტდა “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” 2 წევრით არის წარმოდგენილი.

საკრებულო მუშაობას მერის არჩევის შემდეგ შეუდგება. სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია დაინიშნება.

საკრებულოს წევრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

მაჟორიტარები:

გიორგი ჭეიშვილი -ქალაქ –მუზეუმი

კახა ბოჭორიშვილი -ნიკეა

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი – ძელქვიანი

ელეონორა არჩაია – კახიანოური

მარეხი ნიჟარაძე -საფიჩხია

მამუკა რიჟამაძე -ვაკისუბანი

ირაკლი შენგელია -გამარჯვება

მერაბ კვიცარიძე – ავტოქარხანა

ამირან კოპალეიშვილი -უქიმერიონი

იმედა საღინაძე – ავტომშენებელი

პროპორციული სიით საკრებულოში შედიაან:

ნიკოლოზ ლატარია

მაია სიმონიძე

რამაზ ჩხიკვაძე

ალექსანდრე ახალაძე

ოთარ ლორთქიფანიძე

ლაშა გვენეტაძე

ნანა კოსტავა

დავით წულეისკირი

ვლასი გარდაფხაძე

“ნაციონალური მოძრაობიდან”:

ბესიკ ბრეგაძე

გიორგი უკლება

ვლადიმერ კლდიაშვილი

გრიგოლ შუშანია

“ევროპული საქართველოდან” საკრებულოს შემადგენლობაში შედიან:

დავით გოგისვანიძე

მერაბ მეშველიანი.

თეგები: საკრებულო