“ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის მერობის კანდიდატი ლევან დოხნაძე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიეს, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლევან დოხნაძე 2007-2012 წლებში ტყიბულის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ასევე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს მუნიციპალიტეტში.