სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერე-ონის ახალი გზა თბილისამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს

6 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

საჩხერე-ონის ახალი გზა თბილისამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი. მოეწყობა 5.7 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი და ერთი სახიდე გადასასვლელი.

პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საბოლოო ჯამში, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით, 5 სატენდერო მონაკვეთად დაიყოფა.

აღნიშნული გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს. აღნიშნული საავტომობილო გზის დასრულების თარიღი 2020 წლის ბოლოა.