ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება

8 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება

ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის 2018 წელს ბიუჯეტიდან 25 000 000( ოცდახუთი მილიონი) ლარი დაიხარჯება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბაღდათი-ხარაგაულის მაჯორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ავრცელებს.
“აღნიშნული ბაღდათი-აბასთუმნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ბაღდათისა და აბასთუმნის განსაკუთრებულად გამორჩეული ტურისტული პოტენციალის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას”-აცხადებს ლურსმანაშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი უკვე ხორციელდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ. აშშ დოლარია.

მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება.