სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

11 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

12-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში დათბება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–23 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში კი 14–19 გრადუსი.

13–14 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მ იქნება.

15–16 ნოემბერს კი საქართველოში კვლავ გამოიდარებს.