10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში 3 969–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო მონაცემების 2, 6%–ია.
#59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არსებული ციფრები 4 000 ამომრჩევლით ჩამორჩება პირველი ტურის აქტივობას.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საოლქო კომისიაში ორი საჩივარია შესული, რომლებიც მცირედი პროცედურულ დარღვევების გამო დაიწერა.
ოსეფაიშვილის თქმით, ორივე უბანზე პრობლემები ამ დროისთვის აღმოფხვრილია.