ქუთაისში, 15:00 საათის მონაცემებით, საკუთარი პოზიცია 18 012 ამომრჩეველმა დააფიქსირა. ეს საერთო ამომრჩევლის 11.81 პროცენტია.
ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემებით, 17 000 ამომრჩევლით ჩამორჩება წინა ტურს.
59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარია შესული.