კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%-ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა”

13 ნოემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

“გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%-ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა”

ნატო ქათამაძე ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზე საუბრობს.

ქუთაისში ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე საუბრობს საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომლის განცხადებითაც, ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 27 427 (18%)-მა მიიღო. არჩევნებზე არ მივიდა 125 134 ამომრჩეველი (82%), ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ არის უძრაობა და რატომ არ ვითარდება ქალაქი.

„დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არჩევნების “ბედი” პარტიების კოორდინატორებზეა დამოკიდებული, არ “იაქტიურეს” კოორდინატორებმა და ლამის მე-2 ტურის ლეგიტიმაციის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

მე პირადად, 4-ის წუთებზე მივეცი ხმა და 1150 ამომრჩევლიდან 96-ე ვიყავი. 4-5 საათის შემდეგ გააქტიურდა პარტია და რომ არა სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორების სასწრაფო წესით “ჩართვა” ამ პროცესში, აქტივობის ხარისხი 12-13 %-ს ვერ ასცდებოდა.
გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%-ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა, რითაც აღარაფერი შეიცვლება.. როდემდე? შეცდომებზე რატომ ვეღარ ვსწავლობთ, რა წყევლა გვაქვს ასეთი?”-წერს ნატო ქათამაძე.

თეგები: ნატო ქათამაძეხელისუფლების კრიტიკა