ვანის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 126-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება.
ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მოწვეული სტუმრებისთვის მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ.
მოგვიანებით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის – მურმან ჯინორიას სპექტაკლი “ქარი მწყურია მე პირდაპირი” გაიმართება.
გალაკტიონ ტაბიძე 1892 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.