სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად საარჩევნო კოლეგიის წევრები აირჩევენ

17 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად საარჩევნო კოლეგიის წევრები აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერმინი ”ხმოსანი” ქილიკის საგანი გახდა – შესაბამისად, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ, კონსტიტუციაში ”ხმოსანის“ ნაცვალდ ტერმინი – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ ჩაიწერება.

ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე დარბაზში მყოფ საზოგადოებას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აცნობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის მონაწილეებს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია გააცნო.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.