ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია ჭიდაობის ტურნირის ორგანიზებისთვის 5 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

19 ნოემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისის მერია  ჭიდაობის ტურნირის ორგანიზებისთვის 5 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 5 000 ლარიან ტენდერს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი სარდანაძის სახელობის ჭიდაობა “სამბოს” საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, ტურნირი ქუთაისში მდებარე კეთილმოწყობილ სპორტულ მოედანზე გამართოს. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ტურნირის 48 მონაწილე 2 დღით ქუთაისში მდებარე სასტუმროში მოათავსოს.

სატენდერო წინადადების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 27-ში დასრულდება.
ჭიდაობა “სამბოს” საერთაშორისო ტურნირი 8-9 დეკემბერს გაიმართება.

თეგები: სპორტი