წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი დაქორწინდა, მისი რჩეული თამუნა კერძაიაა, წყვილი დაქორწინების შესახებ სოციალურ ქსელში თავად იტყობინება და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მეგობრები ულოცავენ.
ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ბრალდებებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.
“ახლა ვნახე პარტია ,,რუსთავი 2 “-ის სიუჟეტი, სადაც მთელი სიცრუის ნიაღვარია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ მოგვიანებით პუნქტობრივად ვუპასუხებ ყველა იმ ტყუილს, რომელიც პარტია ,,რუსთავი 2” – ის მიერ ითქვა”, -აცხადებს ზურაბიანი.
შეგახსენებთ, რუსთავი 2 მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, წყალტუბოს მაჟორიტარმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტით საკუთარ დედას რესტორანი გაუხსნა.
თემასთან დაკავშირებით, “ნიუპრესი” ცდილობდა დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა ვერ შეძლო.
