წყალტუბოში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
დაჭრილი ახალგაზრდა დაახლოებით ღამის 2 საათზე ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.
ექიმის განცხადებით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.