სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახიას კანდიდატურა განიხილება

5 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახიას კანდიდატურა განიხილება

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, შესაძლოა, მერიის ახალ გუნდში დარჩეს. “ნიუპრესის” ინფორმაციით, ადმინისიტრაციულ სამსახურის უფროსი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე გადაინაცვლებს.

ჯავახიას განცხადებით, საკითხზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს.

“ვადასტურებ, რომ იყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ გადაწყვეტილება მერმა უნდა მიიღოს და ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი”,-განაცხადა ზვიად ჯავახიამ “ნიუპრესთან” საუბარში.

ამ დროისთვის მერიის 9 სამსახურიდან 4 სამსახურში რჩება ძველი უფროსი. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ყველას დაწერილი აქვს განცხადება გადადგომის თაობაზე, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ 5 მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა.

სხვა სამსახურის უფროსებთან ერთად დატოვა თანამდებობა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა. პროფესიით ინჟინერ-მექანიკისის ყოფნა არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტზე არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. ზვიად ჯავახიას დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნულ სამსახურს პორფესიით იურისტი ჩაუდგება სათავეში.

თეგები: ზვიად ჯავახიათვითმმართველობა