ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ჰესი იწვის [VIDEO]

6 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ჰესი იწვის [VIDEO]

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში არსებულ ჰესს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ასევე ის, თუ რა ფართობზეა გაჩენილი ხანძარი.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჰესის შენობას უკიდია.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო–სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

მომხდარის გამო ელექტროენერგია შეეზღუდა ქალაქის რამდენიმე უბანს.

ვიდეო-თეკო ჭეიშვილი

ფოტო:თორნიკე ტურაბელიძე