ქუთაისში, გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ადგილიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შესაძლოა, დამატებით ეკიპაჟების მობილიზებაც მოხდეს.
ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, სამაშველო და სახანძრო ეეკიპაჟები ყველაფერს აკეთებენ ხანხრის დროულად ლოკალიზებისთვის.