სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ერთ სულ მოსახლეზე თვეში მხოლოდ 298 ლარი ფიქსირდება

7 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

იმერეთში ერთ სულ მოსახლეზე თვეში მხოლოდ 298 ლარი ფიქსირდება

ქრონიკული სიღარიბის დონე საქართველოში, 2013-2016 წლების პანელური მონაცემებით, სტაბილურად 4 პროცენტი იყო, რაც 6-7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2009-2011 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.

რონდელის ფონდის კვლევის „სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ შედეგებით, სიღარიბის მაქსიმალური დონე 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მისმა დონემ ქვეყანაში 29 პროცენტი შეადგინა, ხოლო მინიმალური – 2016 წელს – 13.8 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, მთლიანი სახსრები (ფულადი და არაფულადი სახსრები) 2016 წელს ერთ სულზე, საშუალოდ, თვეში 329 ლარის დონეზე იყო, მთლიანი შემოსავლები (შემოსავლები, სულ ფულის სესხებისა და დანაზოგების გამოყენების გარეშე) – 293 ლარი თვეში, ხოლო ფულადი შემოსავლებით (ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ) – 267 ლარი.

ერთ სულზე ნომინალური შემოსავლები ქალაქად, როგორც წესი, მაღალია სოფელთან შედარებით. ქალაქად იგი თვეში 331 ლარი იყო, ხოლო სოფლად – 257 ლარი.

იმერეთში, ერთ სულზე შემოსავლები, 2016 წლის მდგომარეობით, 298 ლარი იყო, რაც 81 ლარით ნაკლები თბილისის მონაცემებზე.

bm.ge