ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა

7 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა.

ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გამოსული წევრების საფუძველზე შეიქმნა ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და ფრაქცია “ქართული ოცნება- მრეწველები”.

ფრაქციის “ქართული ოცნება -კონსერვატორები” შემადგენლობაში არიან ნანა კოსტავა, ნიკა ლატარია და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ფრაქციის თავმჯდომარე ნანა კოსტავაა.

ფრაქციის “ქართული ოცნება- მრეწველები” შემადგენლობაში არიან დავით წულეისკირი, ლაშა გვენეტაძე და მამუკა რიჟამაძე.

ფრაქციას ლაშა გვენეტაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარეებს დაენიშნებათ ამ თანამდებობისათვის განკუთვნილი სახელფასო სარგო.