ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება

10 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ “ნიუპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ სკოლის რეაბილიტაცია “მილენიუმის” პროგრამის ფარგლებში აშშ-ს მიერ სრული დაფინანსებით მოხდება.

“აშშ-ს დაფინანსებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ორშაბათს ველოდებით სტუმრებს, მოხდება პროექტის პრეზენტაცია. ეს ითვალისწინებს, როგორც შენობის რეაბილიტაციას, ასევე სავარაუდოდ, ინვენტარიზაციასაც”-განაცხადა ირინე ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, სამუშაოები დაახლოებით 2018 წლის აპრილში დაიწყება და 2019 წლის იანვარში დასრულდება. ამ დროისთვის ბავშვები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო და საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. 17-ე საჯარო სკოლაში 1350 მოსწავლემდე ირიცხება. სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია ქუთაისში. მისი ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა.

ქუთაისში სკოლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 117 000 ლარი დაიხარჯა